,, მოწმენდილ ცაზე მოაწყობენ ნებისმიერ პროვოკაციას, რომ ამ ქვეყანას გზა გაუმრუდონ” – ნინო ჯანგირაშვილი

ჟურნალისტი ნინო ჯანგირაშვილი:
,,სიცხადე არის ძალიან კარგი. სტატუსის მიღების შემდეგ თითქოს გაიდღაბნა რეალობა და ზოგმა დაიჯერა, რომ მთლად რუსული შეიძლება არ არის ეს ხელისუფლება. ახლა ყველაფერი ძალიან ცხადია, ცხადია, რომ სანამ ოცნებაა ამ ქვეყნის ხელისუფლებაში არავითარი ევროპა არ იქნება. მოწმენდილ ცაზე მოაწყობენ ნებისმიერ პროვოკაციას, რომ ამ ქვეყანას გზა გაუმრუდონ. დაუსრულებელი საუბრები დეპოლარიზაციაზეც არის სრული ინფანტილიზმი და ჯობს შევწყვიტოთ. პუტინთან არ უნდა დეპოლარიზდე. პუტინი უნდა დაამარცხო. არ უნდა ბევრი ბელეტრისტიკა, ამ არჩევნების მთავარი ლოზუნგი უნდა იყოს: არცერთი ხმა პუტინის ოცნებას!”