მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის 15 მილიონიანი ტენდერი გამოცხადდა

თბილისის განვითარების ფონდი რუსთაველის გამზირზე მდებარე მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების მესამე ნაწილისთვის 15 მილიონიან ტენდერს აცხადებს.
წინადადებების მიღება 21 დეკემბერს დაიწყება და 26 დეკემბერს დასრულდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 14 917 921 ლარია. სატენდერო დოკუმენტაციაში ნათქვამია, რომ აღიშნული წარმოადგენს მრავალწლიანი შესყიდვას – 2024-2025 წლის ბიუჯეტით.
სამუშაოების შესრულების ვადად განსაზღვრულია ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 12 თვე.
დოკუმენტაციის თანახმად უნდა განხორციელდეს ა ბლოკის რეაბილიტაცია-რესტავრაციის სამუშაოები, როგორც ფასადზე ასევე ინტერიერში. სასახლის ა და ბ ბლოკის ეზოების რესტავრაცია. ინტერიერის მხატვრული დეკორის რესტავრაცია, მინის გალერეაში ოთახებში კონდიციონერების მონტაჟი. ფასადზე მინათებების მოწყობა და ასე შემდეგ.
პრეტენდენტს 2018 წლიდან ტენდერის გამოცხადების დღემდე პერიოდში უნდა გააჩნდეს კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლებზე – შენობებზე (ნაგებობა, რომელიც ქმნის გადახურულ სივრცეს, შემოსაზღვრულია კედლებით, კოლონებით ან/და სხვა შემომზღუდავი კონსტრუქციებით) რესტავრაცია-რეაბილიტაციის სამუშაოების შესრულების (ფაქტიური შესრულება) გამოცდილება, რომლის საერთო ჯამური ღირებულება არ უნდა იყოს 10,000,000 ლარზე ნაკლები.

ასევე დაგაინტერესებთ