მოსკოვში აკავებენ მათ, ვისაც ნავალნის ხსოვნის პატივსაცემად ყვავილები მიაქვს მემორიალებთან

ს დედაქალაქში პოლიცია აგრძელებს იმ პირების დაკავებას, ვინც პოლიტიკოს ს სიკვდილის შემდეგ მისი ხსოვნის პატივსაცემად ყვავილებს დებს მემორიალებთან, იტყობინება გამოცემა „ოვდ-ინფო“.
5 მარტს, დილით, პოლიცია შინ მივიდა პოლინა ორეხოვასთან, მას 17 თებერვალს „გლოვის კედელთან“ მასობრივ ღონისძიებაში მონაწილეობის წესების დარღვევა ბრალდება. ამ დღეს კედელთან ხალხს ყვავილები მიჰქონდა, რაც დღემდე გრძელდება. ორეხოვა პოლიციის განყოფილებაში ჰყავთ, მას ტელეფონი ჩამოართვეს, კავშირი მასთან არ არის.
ეგორ კომლევმა, რომელიც პოლიციაში სახლიდან გამოსვლის შემდეგ წაიყვანეს, „ოვდ-ინფოს“ უამბო, რომ პასპორტი ჩამოართვეს. პოლიციამ მას უთხრა, რომ ამოიცნეს სათვალთვალო კამერების საშუალებით. კომლევმა ყვავილები მიიტანა კედელთან 16 და 17 თებერვალს და იყო ნავალნის დასაფლავებაზეც.
ყვავილები მიიტანა ნავალნის ხსოვნის ადგილზე ელენა გრიბკოვამაც, რომელიც ექსტრემიზმის წინააღმდეგ ბრძოლის სამსახურის პოლიციელებმა დააკავეს და პოლიციაში წაიყვანეს. გრიბკოვა, რომელიც ნავალნის დასაფლავებას დაესწრო, 17 თებერვალს დააკავეს და გაფრთხილების შემდეგ გაუშვეს.
მოსკოვში ყვავილების დადების გამო დაკავებების შესახებ იტყობინებოდნენ 27 თებერვალს. მაშინ ზოგს დემონსტრაციაში მონაწილეობის წესების დარღვევაზე შეუდგინეს ოქმი, ზოგი კი გაფრთხილებით გაუშვეს.
რუსეთში ნავალნის ხსოვნის აქციებზე ასეულობით ადამიანი დააკავეს. სანქტ-პეტერბურგში დაკავებები დასრულდა მასობრივი დაპატიმრებით.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი 16 თებერვალს გარდაიცვალა კოლონიაში. მისი მომხრეები თვლიან, რომ ის მოკლეს. გარდაცვალების დასკვნაში წერია, რომ ის ბუნებრივი მიზეზებით გარდაიცვალა.
მისი გარდაცვალების შემდეგ რუსეთის ქალაქებსა და უცხოეთში გაიმართა პოლიტიკოსის ხსოვნის ხალხმრავალი აქციები. ნავალნის დასაფლავებაზე 16 ათასი ადამიანი მივიდა. საფლავზე ყვავილების მიტანა დღემდე გრძელდება.

ასევე დაგაინტერესებთ