მორატორიუმი უკანონო გამოსახლებებს | საზოგადოებისა და ოპოზიციის მოთხოვნა და “ოცნების” პასუხი

შეჩერდეს მოქალაქეების გამოსახლების პროცესი – საზოგადოებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილის გარდა, ოჯახების გამოსახლებაზე მორატორიუმის გამოცხადებას რამდენიმე პოლიტიკური პარტიაც ითხოვს. პოლიტიკოსები ხელისუფლებას ჰუმანურობისა და ადამიანების უფლებების დაცვისკენ მოუწოდებენ, რაც, პირველ რიგში, ქართული კანონმდებლობის გადახედვას გულისხმობს.
თუმცა, როგორც ჩანს, ხელისუფლება კანონის შემსუბუქებას არ ჩქარობს. “ქართული ოცნება” არგუმენტირებული მსჯელობის ნაცვლად, ტრადაციულად ისრების სხვებზე გადატანას განაგრძობს და კეკელიძეზე ხატიაშვილების ოჯახის უსახლკაროდ დატოვების ფაქტზე პასუხიმგებლობას სრულად იხსნის.