მონტენეგრომ “კრიპტოვალუტის მეფის” სამხრეთ კორეაში ექსტრადირების გადაწყვეტილება მიიღო

მონტენეგრომ სამხრეთ კორეელი ბიზნესმენის, დო კვონის, ცნობილი, როგორც “კრიპტოვალუტის მეფის” სამხრეთ კორეაში ექსტრადირების გადაწყვეტილება მიიღო.
განცხადება აღნიშნულ საკითხზე მონტენეგროს სააპელაციო სასამართლომ 20 მარტს გაავრცელა.
სამხრეთ კორეელის ადვოკატის თქმით, დაცვის მხარე კმაყოფილია გადაწყვეტილებით და ახლა მხოლოდ ექსტრადირების ვადები და პირობებია გასარკვევი. მანამდე, მის ექსტრადირებას -ც ითხოვდა.
სამხრეთ კორეელს ბრალად ედება თაღლითობა, რამაც $40 მილიარდის ოდენობის ზარალი გამოიწვია.
დო კვონი TerraformLabs-ის დამფუძნებელია. კომპანიამ შექმნა კრიპტოვალუტა TerraUSD, რომლის ფასიც ფიქსირებული იყო ამერიკულ დოლარზე, რათა სტაბილური კურსი შენარჩუნებულიყო. თუმცა, გასული წლის მაისში სტაბილური კრიპტოვალუტის ფასი $1-ს ქვემოთ ჩამოვიდა, რამაც ინვესტორებს $40 მილიარდის ზიანი მიაყენა.
დო კვონი და მისი ბიზნესპარტნიორი 2023 წლის 23 მარტს, მონტენეგროში, პოდგორიცას აეროპორტში დააკავეს, როდესაც ისინი კოსტა რიკის ყალბი პასპორტებით დუბაიში გაფრენას ცდილობდნენ.
მომხდარის შემდეგ დო კვონს აშშ-ში ბრალი წაუყენეს “მრავალმილიარდ დოლარის კრიპტო-ქონების უსაფრთხოების თაღლითობის ორკესტრირებაში”. მისი სასამართლო 25 მარტს უნდა დაიწყოს. 32 წლის სამხრეთ კორეელი თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს.