მოლდოვა აცხადებს, რომ რუსეთის ჩამოვარდნილი დრონი შეიცავდა ასაფეთქებელ ნივთიერებებს

უკრაინის მეზობელ მოლდოვაში ჩამოვარდნილი ს დრონი შეიცავდა ასაფეთქებელ ნივთიერებებს – აცხადებს მოლდავეთის პოლიცია. მოლდავეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიჰაი პოპსოიმ დაგმო რუსეთის “ბარბაროსული თავდასხმები” ზე.
მოლდავეთის პოლიციამ 12 თებერვალს გამოაცხადა, რომ “შაჰედის” ტიპის დრონის ნაწილების შემოწმებისას აღმოაჩინეს 50 კილოგრამის მოცულობის ასაფეთქებელი ნივთიერება. დრონი ჩამოვარდა მოლდოვის სამხრეთში მდებარე ქალაქ ეტულიას სიახლოვეს, უკრაინის საზღვართან. პოლიციის თქმით, მოპოვებული და გაუვნებელყოფილია დრონის ყველა კომპონენტი.
საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიჰაი პოპსოიმ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის “მუდმივი ბარბაროსული თავდასხმები” დაგმო პლატფორმაზე X.

ასევე დაგაინტერესებთ