მმართველი გუნდი ევროპის პოლიტიკური დედაქალაქიდან სამართლიან გადაწყვეტილებას ელოდება – ამბობენ, რომ 15 დეკემბერს ქვეყანა კანდიდატის სტატუსის მიღებას იზეიმებს

დამსახურებაზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებას, საქართველო რამდენიმე დღეში ელოდება. პირველი კანონმდებელი ამბობს, რომ ქვეყანას უკვე აქვს ევროკომისიის პოზიტიური დასკვნა. აქედან გამომდინარე, დარწმუნებულია, რომ ევროპის პოლიტიკური დედაქალაქიდან საქართველო სამართლიან გადაწყვეტილებას მოისმენს.
პარლამენტის თავმჯდომარე ოპოზიციის მიერ გაკეთებულ განცხადებებსაც გამოეხმაურა და თქვა, რომ მოლაპარაკებები, რომელსაც უნგრეთი და ევროკავშირი სთან დაკავშირებით აწარმოებენ, მხოლოდ იმ ქვეყნებს ეხებათ და მათთან საქართველოს დაკავშირება არასერიოზულია. უკვე ყველასთვის ცნობილია, რომ უნგრეთის პრემიერი ახლა იმ მილიარდობით ევროს განბლოკვას ითხოვს, რომელიც მათთვის იყო განკუთვნილი და ბრიუსელმა დაბლოკა.
ევროპული საბჭოს მხრიდან საბოლოო გადაწყვეტილებას ელოდებიან მმართველი გუნდის ოპონენტები. ოპოზიციაში იმედი აქვთ, რომ გადაწყვეტილება დადებითი იქნება.
საპარლამენტო უმრავლესობის მოლოდინი პოზიტიურია. ამბობენ, რომ 15 დეკემბერს ქვეყანა კანდიდატის სტატუსის მიღებას იზეიმებს, რაც ევროინტეგრაციის გზაზე ხელისუფლების მხრიდან გადადგმული ნაბიჯების დამსახურებაა.
ბრიუსელის გადაწყვეტილებამდე საქართველოს ევროპულ პერსპექტივას დადებითად აფასებენ ევროკავშირისა და ავსტრიის ელჩები. დიპლომატები იმედოვნებენ, რომ გაფართოების პაკეტის დასამტკიცებლად, ლიდერები ერთსულოვნების მიღწევას შეძლებენ.
ევროპული საბჭო საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას 14-15 დეკემბერს გამოაცხადებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ევროპის სახალხო პარტიამ (EPP) წარმოუდგენელი რამ ჩაწერა თავის რეზოლუციაში, ,,აფხაზეთი” ცალკე სახელმწიფოდ მოიხსენია ყირგიზეთთან ერთად – ამ ფაქტზე ვითხოვთ მკაცრ და დროულ რეაგირებას! ველოდებით განმარტებებს!

მიგვაჩნია, რომ დღეს ევროპას არანაკლებ ჭირდება საქართველო, ვიდრე საქართველოს ევროპა. ჩვენი გამოცდილებით ჩვენ შეგვიძლია ევროპას აგენტოკრატიისგან თავის დაღწევაში დავეხმაროთ – “ხალხის ძალის” განცხადება