“მკურნალობა მჭირდება, რა გავაკეთო?” – რუსეთ-საქართველოს საზღვარზე 20-მდე უკრაინელია ჩარჩენილი – მედია

უკრაინის დაახლოებით 20-მდე მოქალაქეს რუსეთ-საქართველოს საზღვარზე არ უშვებენ, – ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Эхo Кавказа ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ზემო ლარსის გამშვებ პუნქტზე ჩარჩენილი ადამიანების უმრავლესობა ყოფილი პატიმრები არიან, ორი მათგანი კი რუსეთში ცხოვრობდა. ისინი საქართველოს სასაზღვრო პუნქტის ბუფერულ ზონაში იმყოფებიან.
როგორც უკრაინის მოქალაქემ, ადნრეი ზურჟენკომ Эхo Кавказа-ს განუცხადა, ის საზღვრის გადმოკვეთას უკვე სამი კვირაა ვერ ახერხებს.
“მინდა რომ ში წავიდე. ცუდად ვარ: კუჭის წყლული მაქვს, სასწრაფო გამოვიძახე, თუმცა მხოლოდ ტკივილგამაყუჩებლებს მაძლევენ. მკურნალობა მჭირდება და არ ვიცი რა გავაკეთო”, – ამბობს სურჟკო.
მისივე თქმით, საზღვარზე იმყოფებიან ისეთებიც, ვისაც ტუბერკულოზი აქვთ.
ეს პირველი შემთხვევა არის, როცა უკრაინის მოქალაქე ყოფილი პატიმრები ზემო ლარსის გამშვები პუნქტის გადაკვეთას დიდი ხნის მანძილზე ვერ ახერხებენ.

ასევე დაგაინტერესებთ