“მისიანია მუშტითაც და მუშტის გარეშეც მდინარაძეც და მთელი საქოცეთიც” – ბუჩუკური

პარტიის, “კანონი და სამართალი” პოლიტსაბჭოს წევრი, თამარ ბუჩუკური:
დაწყნარდით ჩემო ინფანტილურო მეგობრებო, ს დარტყმით აღტკინებულებო, ჯერ უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო და კანონმდებლები განვასხვაოთ ქუჩის აკადემიისა და ქუჩის ბიჭებისგან, მერე ვიექსპერტოთ… ალეკო ელისაშვილის პოპულისტური გაქნეული მუშტი თქვენ გეძღვნებოდათ. ისე, ის იყო პირველი დეპუტატი, ვინც რუსული კანონის მიმღებ პარლამენტს შეუერთდა და “მრავალპარტიული” გახადა, მისიანია მუშტითაც და მუშტის გარეშეც მდინარაძეც და მთელი საქოცეთიც… დღეს, ელისაშვილისგან საქართველოს სიყვარულით გულზე მჯიღის ცემა უბრალოდ სასაცილოა, განსაკუთრებით მისი კომენტარის შემდეგ: “ბიძინები და მიშები მიდიან… მე ყველაფერი გავაკეთე ჩემი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის” 🙂 ალეკოსთვის მიუნიჭებია ევროკავშირს კანდიდატის სტატუსი და მე ეს დიადი საიდუმლო მხოლოდ დღეს გავიგე 🤡

ასევე დაგაინტერესებთ

“შესაძლებლობა რომ მქონდეს, „ოცნების“ ლიდერს ვკითხავდი – სურს კი, რომ მთელი მისი ქველმოქმედება რუსულ სპეცოპერაციას დაემსგავსოს, დაახლოებით ისეთს, როგორითაც რუსები უკრაინაში შეჭრისათვის ემზადებოდნენ?”