მეგის ქარდავა ქუთაისის სასამართლოში ეტაპირებას სხვა პატიმრებისგან განცალკევებით ითხოვს

სამხედრო პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსანი მეგის ქარდავა ქუთაისის სასამართლოში ეტაპირებას სხვა პატიმრებისგან განცალკევებით ითხოვს. ამ მიზეზით, ბრალდებული დღევანდელ პროცესზე დისტანციურად ჩაერთო და განაცხადა, რომ მოსალოდნელი საფრთხის გამო სხვა პატიმრებთან ერთად ეტაპირება არ სურს.
პატიმრის და დაცვის მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, დღეს დაგეგმილი განხილვა გადაიდო.
საუბარია მოქალაქე ბელა როგავას მიმართ განხორციელებული წამებისა და არაადამიანური მოპყრობის საქმეზე. დღეს სასამართლოში უნდა გამოეკვლიათ ექსპერტიზის დასკვნები, რომელიც დაზარალებულის სხეულზე არსებულ დაზიანებებს აღწერს.

ასევე დაგაინტერესებთ

ვიზალიბერალიზაციაზე, ანუ ისეთ თემაზე ჩანაწერის გაჩენა რეზოლუციაში, რომელზეც ჭირდება ოცდაშვიდივე სახელმწიფოს თანხმობა, არის მორიგი თაღლითობა და შანტაჟი ინიციატორი ევროპარლამენტარების მხრიდან

ზურაბ ქადაგიძე ევროპარლამენტის რეზოლუციაზე: ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას მოითხოვენ იმისათვის, რომ 2012 წლის შემდეგ საკუთარი ოჯახის უსაფრთხოების ხარჯზე იცავს საქართველოში მშვიდობას