მაშველები იმედოვნებენ, რომ ინდოეთში, ჩამონგრეულ გვირაბში ჩარჩენილ მუშებს მომდევნო 10-12 საათში ამოიყვნენ

ოფიციალური პირების განცხადებით, ინდოეთის უტარახანდის შტატში გვირაბში ჩარჩენილი 41 მუშის გადარჩენის ოპერაცია განახლდა. ისინი იმედოვნებენ, რომ თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წავა, ადამიანებს 10-12 საათში ამოიყვანენ.
მუშები გვირაბში 12 ნოემბერს ჩარჩნენ, მას შემდეგ, რაც გვირაბის ნაწილი ჩამოიშალა მეწყერის გამო.
ოთხშაბათს, საბურღი მანქანა შეეჯახა ფოლადის კონსტრუქციას, რომელიც ვერ გაჭრა, შემდეგ დაბრკოლების გასაჭრელად გამოიყენეს გაზის საჭრელები, რამაც მუშაობა დააყოვნა ექვსი საათით.
მაშველებმა ნამსხვრევების სამი მეოთხედი გაბურღეს და იმედი აქვთ, რომ ხუთშაბათს მოხდება ჩარჩენილი მუშების გამოყვანა.
“თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის და არ არსებობს რაიმე დაბრკოლება, ჩვენ უნდა დავასრულოთ სამაშველო სამუშაოები ამაღამ” – განუცხადა BBC Hindi-ს კატასტროფებზე რეაგირების ეროვნული ძალების (NDRF) გენერალურმა დირექტორმა.
ჩამონგრეულ გვირაბში ჩარჩენილ მუშებთან კონტაქტი მომხდარიდან რამდენიმე საათში დამყარდა. მათ აწვდიდნენ ჟანგბადს, მშრალ საკვებსა და წყალს მილსადენით, რომელიც გვირაბში გაყვანილი იყო სამშენებლო სამუშაოებისთვის წყლის მისაწოდებლად.