„მაღაზიების რაოდენობის ზრდა კანიბალიზაციას უკეთებს არსებულ მაღაზიებს იმიტომ, რომ მომხმარებელს ინაწილებს“ – რითეილ ექსპერტი

„გალთ ენდ თაგარტის“ სწრაფადბრუნვადი სამომხმარებლო პროდუქციით ვაჭრობის (FMCG) სექტორის კვლევის მიხედვით, 2018-2023 წლებში „ბრენდული ქსელები საშუალოდ 28.1%-ით, ხოლო სხვა ფორმატები 8.8%-ით გაიზარდა. აღნიშნულ თემაზე რითეილ ექსპერტმა მირანდა მანჯგალაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში ისაუბრა.
მისი თქმით, ზრდა არის მხოლოდ ნაჩვენები გეოგრაფიული ექსპანსიის, ანუ მაღაზიების რაოდენობის ზრდაზე, არსებულ მაღაზიებში კი გაყიდვებია შემცირებული.
„არსებულ მაღაზიებში გაყიდვები არის შემცირებული, ზრდა არის მხოლოდ ნაჩვენები გეოგრაფიული ექსპანსიის, ანუ მაღაზიების რაოდენობის ზრდაზე, რომელიც რაღაც წილად, კანიბალიზაციას უკეთებს არსებულ მაღაზიებს იმიტომ, რომ მომხმარებელს ინაწილებს“, – განაცხადა მირანდა მანჯგალაძემ.
ამის შესახებ რითეილ ექსპერტმა მირანდა მანჯგალაძემ რადიო „პალიტრისა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა.
„რა იწვევს ბრუნვას, ფასების ზრდა, მოთხოვნის ზრდა, გეოგრაფიული ექსპანსია და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტია LFL გაყიდვები. ეს არის ერთი და იგივე მაღაზიის ნავაჭრი წლიდან წლამდე ან პერიოდიდან პერიოდამდე, რაც ყურადსაღებია, რომ მცირდება. ჩვენ ამით ვიღებთ იმას, რომ არსებულ მაღაზიებში გაყიდვები არის შემცირებული, ზრდა არის მხოლოდ მხოლოდ ნაჩვენები გეოგრაფიული ექსპანსიის, ანუ მაღაზიების რაოდენობის ზრდაზე, რომელიც რაღაც წილად, კანიბალიზაციას უკეთებს არსებულ მაღაზიებს იმიტომ, რომ მომხმარებელს ინაწილებს. თუ დავუშვათ, 100 მომხმარებელი ჰყავდა კონკრეტულ მაღაზიას და შემოსავალი 100 ლარი 2022 წელს, 2023 წელს მისი მომხმარებლის რაოდენობა შემცირდა, რადგან გვერდით გაიხსნა იგივე ბრენდის, ან სხვა კონკურენტის მაღაზია, რომელმაც წაართვა მას მომხმარებელი. შესაბამისად, შეუმცირდა მომხმარებელი და შეუმცირდა ბრუნვის რაოდენობა, მაგრამ ამავდროულად, გაიზარდა სხვა ქსელები, რომლებმაც სწორედ ქსელური რაოდენობის ზრდის საფუძველზე გაზარდა თავისი ბრუნვა და შემოსავალი“,- განაცხადა მირანდა მანჯგალაძემ.