მასწავლებლები საპროტესტო მსვლელობის მოწყობას აპირებენ

მასწავლებლები საპროტესტო მსვლელობის მოწყობას აპირებენ. პედაგოგები, რომლებიც ორი კვირაა დირექტორების შესარჩევ პროცესში დარღვევებს აპროტესტებენ, საჯარო სკოლებს შემოივლიან და მოუწოდებენ კოლეგებს, მხარი დაუჭირონ მათ პროტესტს.
ისინი დირექტორების შესარჩევი ხელახალი კონკურსის ჩატარებას და დირექტორის დისკრეციის წესით არჩევას მოითხოვენ. მიიჩნევენ, რომ შერჩევა უსამართლოდ და პოლიტიკური ნიშნით წარიმართა.
გუშინ პედაგოგები ამ მოთხოვნებით მთავრობის ადმინისტრაციასთანაც მივიდნენ და პრემიერის სახელზე წერილი შეიტანეს. მანამდე მათი მოთხოვნების გათვალისწინებაზე უარი თქვა განათლების მინისტრმა. ერთ-ერთი პედაგოგი პროტესტის ნიშნად სამინისტროსთან შიმშილობდა კიდეც.
“ცენტრალური სკოლების შემოვლასა და შეძახილებით, რომ პედაგოგები არ შეშინდნენ, დადგნენ მომავლის გვერდი და დაანებონ თავი ცესკოში წევრობას, რადგან გვაქვს ინფორმაცია, რომ ბევრი მათგანი ცესკოში შესვლას და დაკომპლექტებას აპირებს. ვიწყებთ, რომ გამოფხიზლდნენ, ნუ შეშინდებიან და ნუ დაემორჩილებიან სკოლებში გაგზავნილ კომისრებს, რომლებიც საარჩევნო კომისრები არიან”, – ამბობს დირექტორობის კანდიდატო დავით ფერაძე.