მარნეულის მერი და საკრებულოს თავმჯდომარე ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს მელინე არაკელიანს შეხვდნენ

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი კენან ომაროვი და საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე, ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს მელინე არაკელიანს შეხვდნენ.
მარნეულის მერიის ინფორმაციით, მერიაში გამართულ შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ნიდერლანდების მხარდაჭერით მარნეულის მუნიციპალიტეტში განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებზე. ასევე, ხაზი გაესვა საქართველო-ნიდერლანდების თანამშრომლობის მნიშვნელობას.
„მხარეებმა ურთიერთთანამშრომლობის სამომავლო გეგმები დასახეს. შეხვედრა სიმბოლური საჩუქრების გადაცემით დასრულდა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.