ლუკაშენკო აცხადებს, რომ ის კენჭს იყრის ბელარუსის 2025 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში

არც ერთი პასუხისმგებლობიანი ადამიანი და პრეზიდენტი არ მიატოვებს თავის ხალხს, რომელიც მას ბრძოლაში გაჰყვა – ასე უპასუხა ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ ჟურნალისტების შეკითხვას იმასთან დაკავშირებით, აპირებს თუ არა მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას.
ლუკაშენკომ, რომელიც პრეზიდენტის პოსტს 1994 წლიდან იკავებს, ოპოზიციასაც მიმართა.
„დიახ. არც ერთი პასუხისმგებლობიანი ადამიანი და პრეზიდენტი არ მიატოვებს თავის ხალხს, რომელიც მას ბრძოლაში გაჰყვა. გადაეცით მათ (ოპოზიციას), რომ კენჭს ვიყრი. რაც უფრო დაგვძაბავენ ისინი მე და საზოგადოებას, მით უფრო სწრაფად დავაყენებ ჩემს კანდიდატურას ამ არჩევნებზე. არ ინერვიულოთ, ისე მოვიქცევით, როგორც ბელარუსებს სჭირდებათ“, – განაცხადა ლუკაშენკომ პარლამენტისა და ადგილობრივი საბჭოების არჩევნებში ხმის მიცემის შემდეგ.