ლირა ისტორიულ მინიმუმამდე დაეცა

ფორექსის საერთაშორისო ბაზრის მონაცემებით, თურქული ლირა ახალ ისტორიულ მინიმუმამდე დაეცა.
დოლარის კურსი თურქულ ლირასთან მიმართებაში 0,79%-ით გაიზარდა და 29,12 ლირას მიაღწია.
ნოემბერში თურქეთის ეროვნულმა ბანკმა მაღალი ინფლაციის მაჩვენებლის გამო რეფინანსირების განაკვეთის 40%-მდე გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო. დეკემბრის თვეში ელოდნენ, რომ თურქეთში ინფლაციის მაჩვენებელი 70-75%-მდე გაიზრდებოდა.
ინფლაცია ფასებისა და საქონლის საერთო დონის განმსაზღვრელი მაჩვენებელია.
ეროვნული ბანკის ინტერვენციების შედეგად 2021 წლიდან დღემდე რეფინანსირების განაკვეთი 8.5%-დან 40%-მდე გაიზარდა.
“მაღალი საპროცენტო განაკვეთი შენარჩუნდება სანამ არ დავრწმუნდებით ფასების დასტაბილურებაში. ვვარაუდობთ, რომ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების ციკლი მოკლე პერიოდში დასრულდება” – ამბობენ თურქეთის ცენტრალურ ბანკში.
ინფლაციის გასაკონტროლებლად ქვეყნები რეფინანსირების განაკვეთს ზრდიდნენ, თურქეთში ამ გადაწყვეტილების მიღებისგან თავს ლირის დასტაბილურების მოტივით იკავებდნენ. მიუხედავად ამისა ბოლო 2 წლის განმავლობაში ლირა დოლართან მიმართებაში 60%-ით გაუფასურდა.