ლგბტ პროპაგანდა არის დამანგრეველი მომავალი თაობებისთვის, თუ მკაფიო მიჯნა არ გავავლეთ, ეს იქნება დამღუპველი ჩვენნაირი მცირერიცხოვანი ერისთვის

ლგბტ პროპაგანდა არის დამანგრეველი მომავალი თაობებისთვის, თუ მკაფიო მიჯნა არ გავავლეთ, ეს იქნება დამღუპველი ჩვენნაირი მცირერიცხოვანი ერისთვის
ჩვენ უნდა განვასხვავოთ ერთმანეთისგან უფლებების დაცვა და პროპაგანდა, ლგბტ პროპაგანდა არის კატეგორიულად მიუღებელი, რადგან ეს არის დამანგრეველი ჩვენი მომავლისთვის, მომავალი თაობებისთვის და თუ ამაში მკაფიო მიჯნა არ გავავლეთ, ეს იქნება დამღუპველი ჩვენნაირი მცირერიცხოვანი ერისთვის განსაკუთრებით, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მ განუცხადა.
„ჩვენ გამოვიგონეთ მაგალითად ს ძალიან ხისტი, მკაფიო განცხადება, რომელიც წინა დღეებში გავრცელდა? ჩვენ გამოვიგონეთ ის, რომ -ის ოფიციალურ სტრუქტურებში შეაღწია მოთხოვნამ, რომ დედა და მამა აღარ იყოს მისაღები და გამოსაყენებელი ტერმინები? ინტერნეტში რომ შებრძანდებით და გავსებულია სააგიტაციო მასალებით, ამას ჩვენ ვიგონებთ? მათ უნდათ თქვან, რომ „ქართული ოცნება“ აიძულებს სხვადასხვა მის მეგობარ ქვეყნებში, რომ LGBT პროპაგანდისტული გამონათქვამები, აკრძალვები, ერთნაირსქესიანთა ქორწინებები დააკანონონ იმიტომ, რომ მერე ჩვენ აქ კანონი მივიღოთ? ამ სიგიჟეს ამბობენ, არადა, თანამედროვე სამყაროს უდიდესი გამოწვევაა ეს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მდინარაძის თქმით, ლგბტ პროპაგანდის მასშტაბი ბოლო პერიოდში ძალიან დიდია.
„ანიმაციურ ფილმებში ჩავიდა ეს ყველაფერი, მართლა სამწუხარო რეალობაა. ჩვენ უნდა შევძლოთ, რომ გამოვნახოთ ძალა ერთი მხრივ, უფლებების დაცვის კონტექსტში არათუ რაიმე რისკი გავაჩინოთ, რისი რისკებიც არსებობს. რისკია, რომ რადიკალურმა ძალებმა ეს სწორი მესიჯი ცუდად გამოიყენონ, არავითარ შემთხვევაში, უფლებების დაცვის ხარისხი უნდა გავზარდოთ, არც ერთ ადამიანს, ნებისმიერი არატრადიციული და განსხვავებული წარმოდგენების თუ ცხოვრების წესის მიუხედავად, არანაირი საფრთხე არ უნდა დაემუქროს, აქ უნდა ვიყოთ ძალიან მყარად და მეორე, ლგბტ პროპაგანდა არის კატეგორიულად მიუღებელი, რადგან ეს არის დამანგრეველი ჩვენი მომავლისთვის, მომავალი თაობებისთვის და თუ ამაში ჩვენ მკაფიო მიჯნა არ გავავლეთ, ეს იქნება დამღუპველი ჩვენნაირი მცირერიცხოვანი ერისთვის განსაკუთრებით. ამას თუ ვიღაცა შეეწინააღმდეგება, ეს მისი საქმეა და არა მხოლოდ იმ კონტექსტში, რომ ეს მომავლისთვის ცუდია, არამედ ჩვენ უნდა შევძლოთ დავუპირისპირდეთ ცუდს და კარგზე ვთქვათ კარგი, განვასხვავოთ ერთმანეთისგან უფლებების დაცვა და პროპაგანდა“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

აშშ-ში, Black Lives Matter-ის მოძრაობის დროს, სამართალდამცველებმა 19 კაცი მოკლეს, ასობით დაასახიჩრეს და 14 000 დააკავეს, ჩვენ კი ადმინისტრაციული წესით დაკავებულ 11 პირზე გველაპარაკებიან აღშფოთებითა და შეშფოთებით