ლატვია უკრაინას სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გადასცემს

ლატვია ს სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გადასცემს. ამის შესახებ განაცხადა ქვეყნის პრეზიდენტმა ედგარს რინკევიჩსმა, რომელიც ს 11 იანვარს, რიგაში შეხვდა.
რინკევიჩის თქმით ახალი დახმარების პაკეტი მოიცავს ჰაუბიცებს, 155-მილიმეტრიან საარტილერიო ჭურვებს, ტანკსაწინააღმდეგო და ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემებს, ვერტმფრენებს, ხელყუმბარებს და სხვა ტექნიკას. ჯამში სამხედრო დახმარების პაკეტი 600 მილიონ ევროს ღირებულების არის.
გარდა ამისა, ლატვია გეგმავს წლის განმავლობაში გაწვრთნას 3000 უკრაინელი სამხედრო და ჩაერთოს უკრაინაში უპილოტო საფრენი აპარატების წარმოებაში.
ლატვია უკრაინას უკვე თავისი მშპ-ს 1%-ით დაეხმარა.
“უკრაინა წელს მთელ ძალისხმევას მიმართავს ევროპული არსენალის შექმნისკენ, რომელიც მომავალში ევროპას რუსული აგრესიისგან დაიცავს”. – თქვა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.