„ლარსის გზაზე რაც რუსეთში მიმავალი ტრაილერების გამო ხდება, არის კოშმარი“ – ირაკლი ჟვანია

„ლარსის გზაზე რაც რუსეთში მიმავალი ტრაილერების გამო ხდება არის კოშმარი“, – ლარსის გზაზე რუსეთში მიმავალი ტრაილერების გამო შექმნილ დისკომფორტს არქიტექტორი ირაკლი ჟვანია სოციალურ ქსელში ეხმაურება.
მისი თქმით, ტრაილერები ბევრ პრობლემებს უქმნიან ყაზბეგიდან და გუდაურიდან მომავალ მძღოლებს – მოსახვევებში ხედვას ბლოკავენ, ერთმანეთის გადასწრებაზე არიან და იქიდან გამომდინარე, რომ ძველი „კამაზებით“ დადიან, დიდი რაოდენობით გამონაბოლქვი გროვდება.
„ლარსის გზაზე რაც რუსეთში მიმავალი ტრაილერების გამო ხდება არის კოშმარი. ყაზბეგიდან და გუდაურიდან მომავალს ყოველ ჯერზე, ჯერ მთელი დღე ან დღეები გზის პირას გაჩერებული და მერე ერთიანად აშვებული სატვირთოებიდან, ორმა-სამმა სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე რომ არ ჩაგიაროს შენ ზოლში საპირისპიროდ მომავალმა, ისე მგზავრობა ვეღარ ჩაივლის უკვე. ჯერ ხომ მოსახვევებში ხედვას ბლოკავენ, როცა დგანან კილომეტრებზე ჩამწკრივებული, მერე ერთმანეთის გადასწრებაზე არიან, თან ძველი კამაზებითაც დადიან, რაც მაგ საგზაო კორიდორში მყრალი გამონაბოლქვი გროვდება კატასტროფაა. „პრახადნოი დვორ“ გაგვხადეს მართლა და სრული ბარდაგია“, წერს ირაკლი ჟვანია.

ასევე დაგაინტერესებთ