კულტურა და ტრადიციები კუჭზე არ გადის და არ იყიდება – დიმიტრი ხუნდაძე

სოციალური თემატიკა მნიშვნელოვანია, მაგრამ ის, რომ საქართველოში ღირსება, კულტურა და ტრადიციები კუჭზე არ გადის და არ იყიდება, ესეც ჩვენი საზოგადოების მახასიათებელია, – ამის შესახებ, „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მ „იმედის კვირას“ განუცხადა.
მან ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხზე საზოგადოების დამოკიდებულება შეაფასა.
„ოპოზიციის უდიდესი ნაწილი არათუ თავის პოზიციას აფიქსირებს, არამედ ახლა დაუპირისპირა მას სოციალური თემატიკა, რომ თითქოს, ახლა საზოგადოებას ამაზე [ლგბტ პროპაგანდაზე] ფიქრის დრო არ აქვს და მისთვის პრიორიტეტია სოციალური თემატიკა. რა თქმა უნდა, ეს თემა მნიშვნელოვანია, მაგრამ ის, რომ საქართველოში ღირსება, კულტურა და ტრადიციები კუჭზე არ გადის და არ იყიდება, ესეც ჩვენი საზოგადოების მახასიათებელია“, – განაცხადა ხუნდაძემ.
„ქრონიკამ“ ექსკლუზიურად მოიპოვა ოპოზიციის სტრატეგია, რომელსაც ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხზე პარტიები მიჰყვებიან და რასაც „თბილისი პრაიდი“ ათანხმებს საერთაშორისო პარტნიორებთან. წერილიდან ირკვევა, რომ „თბილისი პრაიდი“ სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში საპროტესტო აქციებს გეგმავს.

ასევე დაგაინტერესებთ