“კრიტიკა არ აინტერესებს, არც დაშვებული შეცდომები ანაღვლებს, მსოფლიოში საუკეთესოა” – ლუის ენრიკე უსმან დემბელეზე

“პარი სენ ჟერმენის” მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ ჟურნალისტებთან საკუთარი შეგირდის უსმან დემბელეს შესახებ ისაუბრა.
ესპანელი სპეციალისტის თქმით, უსმან დემბელე მატჩებზე უდიდეს გავლენას ახდენს, რაშიც მსოფლიოში საუკეთესოა.
“კვლავ ჩემს აზრზე ვრჩები, უსმან დემბელეს მატჩებზე ყველაზე დიდი გავლენა აქვს. ეს ეჭვგარეშეა, მას არ აინტერესებს დაშვებული შეცდომები, წინსვლას აგრძელებს და მაინც მეტოქის მოტყუებას ცდილობს. კრიტიკას არ ისმენს და ნამდვილი პროფესიონალია”, – ციტირებს ენრიკეს სიტყვებს ფაბრიციო რომანო.
შეგახსენებთ, დემბელე “პარი სენ ჟერმენში” გასულ ზაფხულს “ბარსელონადან” 50 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადაბარგდა. ფრანგმა შემტევმა მიმდინარე სეზონში
პარიზელთა რიგებში, ყველა ტურნირზე ჯამში 16 მატჩი გამართა, თავი კი 1 გატანილი გოლითა და 5 საგოლე პასით გამოიჩინა.
მომზადებულია Championat-ის მიხედვით