კრიზისი და პოლიტსაბჭოს გაფართოების გეგმა ენმ-ში | პარტიაში დაპირისპირება გრძელდება

“ნაციონალური მოძრაობის” მენეჯმენტი მწვავე კრიზისის დაძლევას ცდილობს. პარტიაში არჩევნებისა და ცვლილებების მოთხოვნას ს გუნდი პოლიტიკური საბჭოს გაფართოებით პასუხობს. ცნობილია 20 გვარი, ვინც საბჭოს შუერთდება, თუმცა ს მოთხოვნის მიუხედავად, ძველი გვარდიიდან მხოლოდ სამია.
მოქმედი მენეჯმენტის განცხადებით, პროცესი ჯერ არ დასრულებულა და მოლაპარაკებების ბოლოს საბჭოს ახალი შემადგენლობაც დაემატება. თუმცა, არსებობს დათქმაც მანიფესტზე, რომელიც პარტიის გამაერთიანებელი უნდა ყოფილიყო და რომელმაც საბოლოოდ კრიზისი კიდევ უფრო გააღრმავა – მასზე ყველას ხელმოწერა უნდა დაფიქსირდეს. კიდევ ერთი დეტალი – დროის ათვლა დაწყებულია, პროცესის დასრულებას “ნაციონალური მოძრაობის” მენეჯმენტი ყრილობამდე გეგმავს.