კონკურსი ყავის მომზადების საუკეთესო ტექნიკაში

8 ნოემბერს, თბილისში მდებარე სასტუმრო „მოქსიში“ „ლავაცას“ ყავის ოფიციალური წარმომადგენლის, „შპს „ჯიდიელის“-ის ორგანიზებით „Lavazza Barista Challenge“ ჩატარდა. კონკურსი მსოფლიო მასშტაბით რამდენიმე წელია იმართება და წელს პირველად მასპინძელი საქართველოც გახდა, რაც როგორც ორგანიზატორები აღნიშნავენ ყოველწლიურ ტრადიციად იქცევა.
Lavazza Barista Challenge შეჯიბრება, რომელიც ყველაზე კრეატიულ, ნიჭიერ და გამოვნებიან ბარისტებს აერთიანებს და მათ კონკურსში ყავის მომზადების მრავალფეროვანი ტექნიკის, შემოქმედებითი გამბედაობის და ზოგადად, ყავის სასმელის დახვეწილი ხელოვნებისადმი სიყვარულის გამოვლენის შესაძლებლობაა.

Lavazza Barista Challenge-ში მთელი ქვეყნიდან მონაწილეობა ოცამდე გამორჩეულმა ბარისტამ მიიღო. გამოვლინდნენ გამარჯვებულებიც და მონაწილეებს შორის შერჩეული საუკეთესო კონკურსანტი 2024 წლის მარტში, მონაწილეობას ქალაქ ტურინში, ბარისტების მსოფლიო ჩემპიონატში მიიღებს. იტალიის ქალაქში დაგეგმილ შეჯიბრებაზე საქართველოს წარმომადგენელი მსოფლიოს სხვა და სხვა კონკურსანტებთან ერთად „მსოფლიოს საუკეთესო ბარისტა 2024“-ის ტიტულის მოსაპოვებლად იბრძოლებს.