კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე მთავრობის შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადებას დაუჭირეს მხარი

განათლების, კულტურისა და ჯანდაცვის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე მთავრობის შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადებასა და სამთავრობო პროგრამას „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის“ მხარი დაუჭირეს.
მანამდე, დეპუტატებმა კულტურის მინისტრობის კანდიდატს თეა წულუკიანს, განათლების მინისტრობის კანდიდატს გიორგი ამილახვარსა და ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატს ზურაბ აზარაშვილს მოუსმინეს. გამოსვლების შემდეგ, მინისტრობის კანდიდატებმა დეპუტატების შეკითხვებს უპასუხეს.
დღესვე, იურიდიულ საკითხთა, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, თავდაცვისა და უშიშროების და საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტებმა თავდაცვის მინისტრობის კანდიდატ ირაკლი ჩიქოვანს, იუსტიციის მინისტრობის კანდიდატ რატი ბრეგაძეს, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატ თეა ახვლედიანს და შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატ ვახტანგ გომელაურს მოუსმინა.
29 იანვარს პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან ს გადადგომის შემდეგ, ყველა მინისტრი გადაყენებულად ითვლება. მთავრობის დამტკიცებამდე მინისტრობის კანდიდატებს პარლამენტის კომიტეტებში უსმენენ. მთავრობის დასამტკიცებლად საჭიროა დეპუტატთა უმრავლესობის (76 ხმა) მხარდაჭერა.