“კომენტარი ვერ მექნება” – პაპუაშვილი კითხვაზე, არის თუ არა ნავალნი პუტინის რეჟიმის მსხვერპლი

პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ს ციხეში დაღუპვის საკითხზე “კომენტარი ვერ ექნება”.
ჟურნალისტმა პაპუაშვილს ჰკითხა, აპირებს თუ არა, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე სამძიმრის წერილის გამოქვეყნებას და მომხდარის შეფასებას. ასევე, ჰკითხა, “შეიძლება ითქვას თუ არა, რომ ალექსეი ნავალნი პუტინის რეჟიმის მსხვერპლია”, რაზეც პაპუაშვილმა უპასუხა:
“რაიმე კომენტარი ამ საკითხზე ვერ მექნება”, – განაცხადა პაპუაშვილმა.
ქართული ოცნების ხელისუფლებიდან ალექსეი ნავალნის დაღუპვასთან დაკავშირებით კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებიათ. სამძიმრის წერილი მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გამოაქვეყნა.