კობერიძე ახალ რუსულ კანონზე: იმ პედოფილებს მიხედონ, რომლებსაც საპატრიარქოში აფარებენ ხელს

ერთ საკითხს მინდა გამოვეხმაურო. ყველა პოლიტიკოსი ერიდება და ამას ძალიან ვერ ვიტან. წეღან ეთერშიც ვუყურებდი მდინარაძის ახალ [ინიციატივაზე] LGBT ჯგუფზე, კითხვა რომ დასვით და მაშინ, როცა ამდენი ადამიანი საქართველოდან გარბის, პირდაპირ მოდის გამზადებული პასუხი იმისთვის, რომ ამ თემას გვერდი აუარონ.
ჩემი აზრით, ეს არ არის სწორი, იმიტომ, რომ ამ თემას არ სჭირდება არანაირი დამალვა და მარტივი სათქმელია, რომ ყველაზე დიდი უმცირესობა არის ერთი ადამიანი და ყველა ერთ ადამიანს აქვს სრული უფლება, საკუთარი ცხოვრება ისე განკარგოს, როგორც უნდა, თუ სხვას ხელს არ უშლის.
ამათმა იმ პედოფილებს, რომლებსაც ხელს აფარებენ საპატრიარქოში, თვითონ რომ კრებსებში და სუს-ის ფაილებში აქვთ, იმას მიხედონ. თვითონ რომ ცოდვა ჰგონიათ იმ ეკლესიაში, იქ რომ მამათმავლობაა და ამის სუს-ის ფაილები რომ თვითონაც აქვთ და ერთმანეთთან ძმაკაცობენ, მოდი, ერთმანეთთან დალაგდნენ და ერთმანეთს მიხედონ.
ზუსტად იმან გაათამამა ეს ხალხი, 5 ივლისს რომ გამოვიდნენ, ჟურნალისტები და არასამთავრობოები ხალხს აცემინეს და მერე მთელი ოპოზიცია ცოტა ხანი ჩაჩუმდა. ამ სიჩუმის ბრალია ის ექო, რაც დღეს არის.
თქვა გირჩი – მეტი თავისუფლების ერთ-ერთმა ლიდერმა, მ ტელეკომპანია პირველის ეთერში.
29 თებერვალს, უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ, მ თქვა, რომ მმართველი გუნდი შეიმუშავებს საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც “საზოგადოებას ფსევდოლიბერალური იდეოლოგიისგან და მისი გარდაუვალი მავნე შედეგებისგან დაიცავს”. მისი განცხადებით, კანონპროექტი პარლამენტში მაქსიმუმ 2 კვირაში დაინიცირდება.