კიმ ჩენ ინი ატომური ბომბებით პროვოცირების შემთხვევაში ატომური თავდასხმით იმუქრება

ჩრდილეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა განაცხადა, რომ ატომური იარაღით პროვოცირების შემთხვევაში, იგი მტერს ატომური თავდასხმით უპასუხებს.
სამთავრობო მედიის KCNA-ის ცნობით, კიმ ჩენ ინი ჯარისკაცებს შეხვდა და ბოლო კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტის გამოცდაში მონაწილეობის მიღება მიულოცა. კიმ ჩენ ინის თქმით, რაკეტის გამოცდამ ქვეყნის შეიარაღებული ძალების სიძლიერე და ერთგულება აჩვენა.
ჩრდილოეთ კორეამ 17-18 დეკემბერს ორი ბალისტიკური რაკეტა გამოცადა, რასაც განცხადება მოჰყვა, სადაც სამხრეთ კორეაში ბირთვული წყალქვეშა ნავის განთავსებისთვის არის გაკრიტიკებულია.
20 დეკემბერს აშშ-ს, იაპონიისა და სამხრეთ კორეის უმაღლესი რანგის დიპლომატებმა საერთო განცხადება გამოაქვეყნეს, რომელშიც ჩრდილოეთ კორეის მიერ ბალისტიკური რაკეტების გასროლა დაგმეს და ფხენიანს მოუწოდეს, “წინაპირობების გარეშე არსებით დიალოგში” ჩაერთოს.