კიევი ადასტურებს რუსი მფრინავის გარდაცვალებას, რომელიც უკრაინაში სამხედრო შვეულმფრენით გაიქცა

19 თებერვალს, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს წარმომადგენელმა ანდრეი იუსოვმა დაადასტურა რამდენიმე ადრეული ცნობა ესპანეთში რუსი პილოტის, მაქსიმ კუზმინოვის გარდაცვალების შესახებ. 2023 წლის ზაფხულში მაქსიმ კუზმინოვი ში გაიქცა Mi-8 სამხედრო შვეულმფრენით და იგი უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გადასცა.

“ჩვენ შეგვიძლია დავადასტუროთ გარდაცვალების ფაქტი”,–განუცხადა იუსოვმა RBC-უკრაინას. ამასთან, რუსი პილოტის გარდაცვალების მიზეზზე იუსოვს არ უსაუბრია.
14 თებერვალს, ესპანურმა გამოცემა abc-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ 13 თებერვალს, ქალაქ ლა ვილაჰოიოსაში აღმოაჩინეს უკრაინის 33 წლის მოქალაქის ცხედარი, რომელსაც რამდენიმე ნატყვიარი ჭრილობა ჰქონდა. მოკლულის ვინაობა არ დასახელებულა.

მაშინ იტალიური პრორუსული რესურსი Il Corrispondente იყო პირველი, ვინც დაწერა, რომ კუზმინოვი მოკლეს და ყოფილ პილოტს “ს მოღალატე” უწოდა.”მოგვიანებით, ეს ინფორმაცია, საკუთარი ინტერპრეტაციებით, რამდენიმე რუსულმა პროპაგანდისტულმა ტელეარხმა და მედიამ აიტაცა.

ამავდროულად, Insider-ის მონაცემებით, თავდაპირველად, რუსული სააგენტო ტასი, იტყობინებოდა, რომ მოკლული შეიძლებოდა კუზმინოვი ყოფილიყო. და მხოლოდ 19 თებერვალს ზოგიერთი ესპანური მედია დაასახელა მიღებული ინფორმაციის წყაროდ. ინსაიდერის თანახმად, სინამდვილეში, ესპანურ მედიაში ასეთი ცნობები არ ყოფილა და კუზმინოვის გარდაცვალების შესახებ ცნობების თავდაპირველი წყარო იყო ტელეგრამის არხი Eureka News telegram, რომელიც ეკუთვნის მიხაილ ზინჩუკს, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ყოფილი თანამშრომელს. ამ დროისთვის კუზმინოვის გარდაცვალების შესახებ პოსტი წაშლილია ზინჩუკის ტელეგრამის არხზე.
რადიო თავისუფლების რუსული სამსახურის შეკითხვის პასუხად ესპანეთის სამოქალაქო გვარდიაში (ჟანდარმერია) განაცხადეს შემდეგი: „გასულ კვირას სამშაბათს, ვილაჰოიოსაში (ალიკანტეს პროვინცია) იპოვეს გარდაცვლილი მამაკაცი, რომელსაც რამდენიმე ცეცხლსასროლი ჭრილობა აქვს მიყენებული. მიმდინარე გამოძიების დროს აღმოჩნდა, რომ ამ პირის ვინაობა დოკუმენტების მიხედვით შეიძლება ყალბი ყოფილიყო, ხოლო სინამდვილეში კი მისი სახელით სხვა პირი იმალებოდა.სამოქალაქო გვარდია აგრძელებს გამოძიებას, მაგრამ ამ ეტაპზე დამატებით ინფორმაციას ვერ მოგაწვდით”, – განაცხადეს ესპანეთის სამოქალაქო გვარდიაში.
2023 წლის ოქტომბერში რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო დაზვერვის (ყოფილი GRU) ოფიცრებმა ტელეკომპანია „როსსია 1“-ის სიუჟეტში განაცხადეს, რომ მათ მიიღეს ბრძანება კუზმინოვის ლიკვიდაციის შესახებ.
· 2023 წლის აგვისტოში რუსული Mi-8 ვერტმფრენი რუსეთიდან უკრაინაში გაფრინდა და მალე უკრაინის ერთ-ერთ აეროდრომზე დაეშვა. მოგვიანებით, უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელმა კირილო ბუდანოვმა აღნიშნა, რომ სააგენტომ დაარწმუნა რუსი პილოტი მაქსიმ კუზმინი, რომ გაფრენილიყო უკრაინაში და ჩაებარებინა შვეულმფრენი. ორი ეკიპაჟის წევრი, რომლებმაც არ იცოდნენ, თუ რა ხდებოდა, გაქცევის მცდელობისას მოკლეს. ბუდანოვის თქმით, მათი დახმარებით კუზმინოვის ყველა ნათესავმა ოპერაციის დაწყებამდე მოახერხა რუსეთის უსაფრთხოდ დატოვება.

ასევე დაგაინტერესებთ