კვება თვეში 249 ლარად | “ქართული ოცნების” ხელისუფლების ახალი საარსებო მინიმუმი

250 ლარი არსებობისთვის – “ქართული ოცნების” ხელისუფლება ამტკიცებს, რომ სწორედ ეს თანხაა საკმარისი ერთი ადამიანის კვებისთვის ერთი თვის განმავლობაში. საარსებო მინიმუმის სტატისტიკა წლების განმავლობაში ფაქტობრივად უცვლელია. ასეთ დრამატულ მონაცემებს საქსტატი კანონის მიერ განსაზღვრულ მეთოდოლოგიას უკავშირებს და ამ მეთოდის ცვლილებასაც მოითხოვს, თუმცა “ქართული ოცნების” მთავრობა არ ჩქარობს, რადგან, ცვლილების შემთხვევაში, მოსახლეობის მიმართ აღებული სოციალური ვალდებულებების მოცულობის გაზარდა მოუწევს.