კაშია და კანკავა “სლოვანის” შემადგენლობაში ზედიზედ მესამედ გახდნენ სლოვაკეთის ჩემპიონები

ს ჩემპიონატზე “სლოვანისა” და “დუნაისკა სტრედას” (ამ გუნდის მწვრთნელი ჩისკო მუნიოსია) მატჩი 0:0 დასრულდა და ბრატისლავურმა გუნდმა 5 ტურით ადრე მოიპოვა ოქროს მედლები.
“სლოვანი” ზედიზედ მეექვსედ, ხოლო მისი ფეხბურთელები გურამ კაშია და ჯაბა კანკავა ზედიზედ მესამედ გახდნენ ჩემპიონები.
შეგახსენებთ, “სლოვანის” მწვრთნელი საქართველოს ნაკრების ყოფილი თავკაცი ვლადიმერ ვაისია.