„კანონი არაა ევროპული, არც მისი დაბრუნება წაადგება ევროპულ მიზანს!“ – სალომე ზურაბიშვილი

პრეზიდენტი Facebook-ის პირად გვერდზე პოსტს აქვეყნებს და აცხადებს, რომ „რუსული კანონის“ დაბრუნება საქართველოს ევროპულ მიზანს არ წაადგება.
„დებატი ჩატარდა ბერლინში პრემიერთა შორის!
სათქმელიც ითქვა : კანონი არაა ევროპული, არც მისი დაბრუნება წაადგება ევროპულ მიზანს!
მეტი რა?!“ – წერს პრეზიდენტი.
ცნობისთვის, დღეს პარლამენტის იურიდიული საკითხების კომიტეტის სხდომაზე მმართველი პარტიის მიერ ინიციირებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის პირველი განხილვა გაიმართება.