კანადა ბენზინისა და დიზელის მანქანების გაყიდვას კრძალავს

კანადამ გამოაქვეყნა საბოლოო წესები, რომლებიც მოითხოვს, რომ ყველა ავტომობილი, – მსუბუქი, კროსოვერი და მსუბუქი სატვირთო მანქანა, რომელიც ქვეყანაში 2035 წლისთვის გაიყიდება, ნულოვანი გამონაბოლქვი ჰქონდეს. ამის შესახებ TVP წერს.
წესები კლიმატის ცვლილებასთან საბრძოლველად მთავრობის საერთო გეგმის ნაწილია.
მათი თქმით, 2026 წლისთვის ნულოვანი გამონაბოლქვის მქონე მანქანები უნდა შეადგენდეს გაყიდული მანქანების მინიმუმ 20%-ს, ხოლო 2030 წლისთვის – მინიმუმ 60%-ს. ინდუსტრიის ოფიციალური პირები ამბობენ, რომ ელექტრომობილებმა ახალი მანქანების გაყიდვების 12.1% შეადგინეს 2023 წლის მესამე კვარტალში.
„ნულოვანი ემისიის მანქანები კანადის დაბალი ნახშირბადის მომავლის მნიშვნელოვანი კომპონენტია“, – თქვა ბუნებრივი რესურსების მინისტრმა ჯონათან ვილკინსონმა განცხადებაში.
კანადის ავტო ინდუსტრია ამ წესებს ზედმეტად ამბიციურად მიიჩნევს ელექტრო მანქანების უფრო მაღალი ღირებულების გამო და იმ ფაქტის გამო, რომ ქვეყნის მასშტაბით, განსაკუთრებით სოფლად, დამტენი ქსელი არაა ხელმისაწვდომი.