კათოლიკური ეკლესია დღეს ნათლისღებას აღნიშნავს

კათოლიკური ეკლესია თორმეტ საუფლო დღესასწაულთაგან ერთ-ერთს, ნათლისღებას აღნიშნავს. ახალი აღთქმის მიხედვით, ამ დღეს იოანე ნათლისმცემელმა მდინარე იორდანეში იესო ქრისტე მონათლა.
ამის შესახებ ინფორმაციას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ნათლისღებას ულოცავს ლათინ კათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო ადმინისტრაციას, ყველა კათოლიკეს და კეთილდღეობას, წარმატებებს უსურვებს მათ.