იშვიათი გამოცემები და 118 847 ლარის შემოსავალი სასოფლო პროდუქციის გაყიდვიდან – როგორია გუბაზ სანიკიძის ქონება

იშვიათი გამოცემები და 118 847 ლარის შემოსავალი სასოფლო პროდუქციის გაყიდვიდან – როგორია გუბაზ სანიკიძის ქონება
პარლამენტის წევრის გუბაზ სანიკიძის როგორც დეპუტატის გასული წლის შემოსავალმა 47 663 ლარი შეადგინა. ამის შესახებ მის მიერ 2024 წლის 19 თებერვალს შევსებული ქონებრივი დეკლარაციიდან ირკვევა.
როგორც დეკლარაციიდან ირკვევა, დეპუტატის საკუთრებაშია ამბროლაურის მუნიციპალიტეტში მდებარე მიწის ნაკვეთი, რომელიც 2008 წელს აქვს იჯარიდან გამოსყიდული 2 500 ლარად, ასევე მის სახელზეა რეგისტრირებული ამბროლაურის რაიონში საცხოვრებელი სახლი.
მასვე მემკვიდრეობით აქვს მიღებული იშვიათი გამოცემების ბიბლიოთეკა. სანიკიძის საკუთრებაშია მსუბუქი ავტომობილი Jeep Grand Cherokee, რომელიც 2022 წელს 15 ათას დოლარად შეიძინა.
რაც შეეხება ფინანსურ მდგომარეობას, ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, გუბაზ სანიკიძის საბანკო ანგარიშებზე თანხა არ ფიქსირდება. ჯამში, 15 813 ლარი და 1 010 დოლარი ფიქსირდება პარლამენტის წევრის მეუღლისა და შვილის ანგარიშებზე. ამასთან, მისი მეუღლის სახელზეა რეგისტრირებული ბინა თბილისში.
გარდა ამისა, დეპუტატს გასულ წელს 479 ლარის წიგნების საავტორო შემოსავალი აქვს მიღებული, ასევე სასოფლო-სამეურნეო პორდუქციის რეალიცაზიამ 118 847 ლარის შემოსავალი მოუტანა. ამასთან, ვენახის მოვლის ხარჯის სახით მისმა წლიურმა გასავალმა 32 000 ლარი შეადგინა.