“იუვენტუსი” ზამთარში “შახტარის” ფეხბურთელის გაფორმებას გეგმავს

Tuttosport-ის ინფორმაციით, “იუვენტუსი” ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე შეტევის გაძლიერებას აპირებს.
“ვეკია სინიორას” მიზანი დომენიკო ბერარდის ან ჯეიდონ სანჩოს დამატება იყო, თუმცა ორივე ვარიანტი მათთვის ძვირი აღმოჩნდა. ამიტომ “შახტარიდან” გეორგი სუდიაკოვის გადაბირებაზე გადაერთვნენ.
იტალიურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, 21 წლის ფეხბურთელის ტრანსფერი “იუვენტუსს”, ბონუსების ჩათვლით, დაახლოებით 25 მილიონი ევრო დაუჯდება.