ირაკლი ნადირაძე: სალომე ზურაბიშვილისთვის სათქმელი გვაქვს მხოლოდ ერთი – მიხეილ სააკაშვილი უნდა იყოს თავისუფალი იმიტომ, რომ …

სთვის სათქმელი გვაქვს მხოლოდ ერთი –  უნდა იყოს თავისუფალი იმიტომ, რომ ის ციხეში გამოგონილი ბრალდებებით ზის, – ამის შესახებ თბილისის საკრებულოს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარემ, ირაკლი ნადირაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმი“ განაცხადა.

როგორც მან განმარტა, საქართველოს სხვადასხვა ქალაქში, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით, ასი ათასზე მეტი ხელმოწერა შეგროვდა.

„მიხეილ სააკაშვილი სანქცირებული, ოთარ ფარცხალაძის „ეფესბეშნიკური“, შეკერილი ბრალდებით არის ციხეში და სანქცირებული მოსამართლეები ასამართლებენ. მან ამ ქვეყანაში უამრავი რეფორმა გაატარა- ბიუჯეტი, პენსია 100-ჯერ გაზარდა, ქალაქების რეაბილიტაცია მოახდინა. პოლიციის, ჯარის, უმაღლესი განათლების რეფორმა გაატარა, მილიარდობით დოლარის ინვესტიცია შემოიტანა. მას კიდევ აქვს უდიდესი პოტენციალი, ათობით მილიარდი დოლარი შემოიტანოს და ქვეყანაში მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილები შექმნას, ეს ადამიანი ციხეში არ უნდა იყოს“,- განაცხადა ნადირაძემ.

მისი განმარტებით, თუ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიხეილ სააკაშვილს შეიწყალებს, ამით ქვეყანაში პოლარიზაცია დასრულდება.

„ჩვენ ვხედავთ ძალიან მაღალი ტრიბუნებიდან მოწოდებებს სალომე ზურაბიშვილისადმი, ევროპელი, ამერიკელი და დასავლელი პარტნიორების მხრიდან. ვფიქრობ, დადგება მომენტი, როდესაც სალომე ზურაბიშვილი ამ გადაწყვეტილებას მიიღებს. მგონია, რომ არის რაციონალური, საღი აზრი, სადაც ჩანს ჩვენს ქვეყანას რა სჭირდება. თუ სალომე ზურაბიშვილს გააჩნია პრეტენზია, რომ კანდიდატის სტატუსის შემდეგ გაგრძელდეს ქვეყნის წინსვლა და ევროკავშირის სრულფასოვანი წევრები გავხდეთ, ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა არის პოლარიზაციის დასრულება ამ ქვეყანაში. მანამ, სანამ მთავარი ოპოზიციონერი პარტიის ლიდერი პატიმრობაში რჩება, პოლარიზაციის დამთავრება წარმოუდგენელია. ამის ბერკეტი სალომე ზურაბიშვილს გააჩნია, ეს არის მისი დისკრეციული უფლებამოსილება და მან ეს ნაბიჯი უნდა გადადგას“, – განაცხადა ნადირაძემ.

ამასთან, მან სამარცხვინო უწოდა ევროპარლამენტის რეზოლუციაში ცვლილების შეტანის თაობაზე მმართველი გუნდის განცხადებებს.

„კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით ამბობდნენ, რომ ევროპარლამენტარების რეზოლუციებს „ჩალის ფასი“ აქვს. როგორც ჩანს, ისინი გააგრძელებენ ამ რიტორიკას. ამ ლანძღვა-გინების შემდეგ კორუფციასა და მექრთამეობაში დაადანაშაულეს, რაც ჩვენი ევროპელი პარტნიორების შეურაცხყოფა არის. სინამდვილეში, მიხეილ სააკაშვილს არ სჭირდება ლობისტები, ვიღაცის მოქრთამვა და ფულის გადახდა“, – განაცხადა ნადირაძემ.