ინდონეზიაში, გააქტიურებული ვულკანის კრატერთან, 11 მოლაშქრის ცხედარი იპოვეს – 12 ადამიანს ამ დრომდე ეძებენ

ინდონეზიის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ვულკანის – მარაპის კრატერთან, 11 ადამიანის ცხედარი იპოვეს, – ამის შესახებ BBC წერს.
ვულკანის ამოფრქვევის დროს, მთაზე სულ 75 მოლაშქრე იყო. მედიის ინფორმაციით, მათი უმეტესობის უსაფრთხოდ ევაკუაცია შეძლეს, თუმცა 12 მათგანის სამძებრო სამუშაო ამ დრომდე გრძელდება.
დასავლეთ სუმატრაზე მდებარე ვულკანი მარაპი კვირას ამოიფრქვა. შედეგად, ვულკანური ფერფლი 3 კილომეტრის სიმაღლეზე აიტყორცნა. ხელისუფლებამ საფრთხის მეორე დონე გამოაცხადა და მოსახლეობას კრატერთან 3 კილომეტრზე ახლოს მისვლა აუკრძალა.

ასევე დაგაინტერესებთ