“ილუზია არ გვაქვს, რომ ჩვენი ოპოზიცია დაეწყობა და იტყვის, შევცდით, არ უნდა გვეკადრა, რაც ვიკადრეთ, ახლა პოზიტიურ რელსებზე გადმოვალთო” – მამუკა მდინარაძე

“ჩვენ დავდექით გზაზე, სადაც ჩვენი ევროპელი მეგობრები და პარტნიორები ბევრ რამეს გვეტყვიან, ბევრ საკითხს დააყენებენ, ბევრ საკითხზე გვექნება დისკუსია,” – ამის შესახებ ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე მ განაცხადა.
მისივე თქმით, არ აქვს იმედი, რომ ოპოზიცია “პოზიტიურ რელსებზე გადმოეწყობა” და ქვეყნის ევროინტეგრაციისთვის იმუშავებს.
“სამუშაო ჯგუფები, ფორმატები მომავალში იქნება მრავალი, რადგან არათუ ეს ცხრა, არამედ ბევრად მეტი რეკომენდაცია, მათ შორის გასათვალისწინებელი, მათ შორის სადისკუსიო გვექნება. ჩვენ დავდექით გზაზე, სადაც ჩვენი ევროპელი მეგობრები და პარტნიორები ბევრ რამეს გვეტყვიან, ბევრ საკითხს დააყენებენ, ბევრ საკითხზე გვექნება დისკუსია. ამას შემთხვევით არ ვამბობ, რომ არ გვიჯერებდნენ, იმ საკითხზე ვსაუბრობ. ბოლო დღეებში გვქონდა, როდესაც რეკომენდაცია უნდა გაეცა ევროკომისიას. ინტენსიური კომუნიკაცია გვექნება და თითოეულ ამ საკითხს დეტალურად გავივლით ხოლმე.
ჩვენ რთული გზა გვაქვს გასავლელი, რადგან აბსოლუტურად არ გვაქვს ილუზია, რომ ახლა ჩვენი ოპოზიცია დაეწყობა და, ვაიმე, აქამდე შევცდით, არ უნდა გვეკადრა, რაც ვიკადრეთ, ახლა პოზიტიურ რელსებზე გადმოვალთ და ევროინტეგრაციაში ხელს შეგიწყობთო. ამას არ იზამენ, ბუნებრივი ამბავია.
ეს არის მიმდინარე სამუშაო პროცესი, რომელშიც, ბუნებრივია, თუ ვიღაც მონაწილეობას ობიექტურად და გულწრფელად მიიღებს, იქნება კარგი, თუმცა ამის დამაჯერებლობის ხარისხი ჩემთვის მათგან ნულია.
ბოიკოტი არის ყველაზე რბილი რამ, რაც კი მათ იკადრეს. ბოიკოტს რა უჭირს – დადიან ევროპაში და -ში, უკვეთენ საქართველოს დასანქცირებას, პირდაპირ შეკვეთა მიდის საქართველოს ევროინტეგრაციის საწინააღმდეგოდ და ბოიკოტი არის ყველაზე მარტივი ცოდვა, რაც ამ გზაზე მათ გააჩნიათ,” – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.