ილია მეორე: წავიდა ჩვენგან ბატონი ვაჟა აზარაშვილი, – ქართული მუსიკალური სამყაროს უნიჭიერესი, თავმდაბალი, მორწმუნე, სიკეთით სავსე წარმომადგენელი

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე მწუხარებას გამოთქვამს კომპოზიტორ ვაჟა აზარაშვილის გარდაცვალების გამო.

„წავიდა ჩვენგან ბატონი ვაჟა აზარაშვილი, – ქართული მუსიკალური სამყაროს უნიჭიერესი, თავმდაბალი, მორწმუნე, სიკეთით სავსე წარმომადგენელი, მომავალი თაობების აღმზრდელი ღირსეული პიროვნება.

ვუსამძიმრებთ ოჯახის წევრებსა და ახლობლებს, სრულიად საქართველოს.

აღვავლენთ ლოცვებს ბატონი ვაჟას უკვდავი სულისათვის, რათა უფალმან სავანესა თვისსა განუსვენოს მას“- ამბობს ილია მეორე სამძიმრის წერილში.