„ივანიშვილი ამ ფულით არის ძლიერი და ეს ფული უნდა დაიბლოკოს, ჩამოერთვას, დარჩეს ასე გაკოტრებული…“ – შალვა ნათელაშვილი

„ჩვენ ვთანამშრომლობდით იმ „კრედით სუისთან“, რომელსაც ედავება ეს ბატონი.“ – აცხადებს ლეიბორისტული პარტიის ლიდერი, შალვა ნათელაშვილი:
„ჩვენ მივაწოდეთ მასალები, რომ ეს პიროვნება არის პუტინის მარიონეტი სატელიტი, რომელმაც იყიდა საქართველო, რომელიც ძარცვავს ქვეყანას, ძარცვავს ბიუჯეტს, აწყობილი აქვს ნარკოტიკების, ბიტკოინების, იარაღის გაყიდვის ბიზნესი, რომ არის კრიმინალი და მას ეს თანხები არა მარტო უნდა ჩამოერთვას, არამედ საერთაშორისო ტრიბულანზე წავიდეს, ჩვენ, რა თქმა უნდა, ამ ბანკს ეს მივაწოდეთ, არ ვმალავთ და ოფიციალურად არის მაილზე დაფიქსირებული. ასე, რომ აქ ჩვენი ძალიან დიდი წვლილია, ვამაყობ ამით, რადგან ადამიანი როცა იბადება, სამშობლოს რაღაც უნდა გაუკეთოს დასამახსოვრებელი და ლეიბორისტული პარტია ისე შევა ისტორიაში სხვა მიღწევებთან ერთად, როგორც იმსახურებს ამ ბრძოლის ეპიზოდებში – მოვაცილებთ ამ მშვიდობიანი სანქცირების ფორმით ჩვენს ქვეყანას ამ უბედურებას, რასაც ჰქვია ჭორვილელი პუტინის მარიონეტი.
ასე, რომ ეს პროცესი გაგრძელდება დასანქცირების, წინ კიდევ გველოდება უამრავი საინტერესო მომენტები და არჩევნებისთვის ჩვენ უნდა მივიღოთ გაკოტრებული, ჩამოქცეული სისტემა და გველეშაპი, რომელსაც აღარ შეეძლება რაიმე ვნების მიყენება, პირიდან ცეცხლს ვეღარ გამოუშვებს, ვერ გააყალბებს, ამ, ფულს ვეღარ დაარიგებს, ამან თუ არ იყიდა გარემოცვა, ამომრჩეველი, არჩევნები, ისე ხომ არაფერს არ წამოადგენს?.. ბუნებრივია, ის ამ ფულით არის ძლიერი და ეს ფული უნდა დაიბლოკოს, ჩამოერთვას, დარჩეს ასე გაკოტრებული…
უფალი ერთხელ აღსდგა და ეს მინიმუმ სამჯერ, კიდევ რამდენჯერ აღდგება არ ვიცით, თუმცა ვეცდებით, რომ აღარ აღდგეს მეტად, ამიტომ ეს დაიმუქარა, დასაქვლეთ დაემუქრა, თან შანტაჟისტია, წვრილმანი შატნაჟისტი და პროვვოკატორია და ამ გზით მიაღწია იმ ქონებას, რასაც დღეს ფლობს, ოღონდ სამშობლოს გაყიდვით“