„თურქული ლირა გაძვირდება“ – ერდოღანი

თურქული ლირის რეალურად დევალვაციის პროცესი დასრულებულია და თურქული ლირა გაძვირდება, ამის შესახებ განაცხადა პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.
„თურქული ლირა გაძვირდება, ახლა დიდია ალბათობა იმისა, რომ ჩვენი ეროვნული ვალუტა რეალურად გამყარდეს“, – განუცხადა პრეზიდენტმა ერდოღანმა ჟურნალისტებს თვითმფრინავში ალჟირიდან დაბრუნებისას, იუწყება Yeni Şafak.
მისი თქმით, ჯანსაღი პოლიტიკისა და სტრუქტურული რეფორმების წყალობით, ინვესტორების ნდობა ქვეყნის ეკონომიკის მიმართ გაიზრდება.