თინა ბოკუჩავა – ანტიდასავლური რიტორიკა ივანიშვილის მმართველობის პირობებში არ შეიცვლება, რადგან ის ანტიდასავლელი ლიდერია – აუცილებელია ხელისუფლების ცვლილება, რომ საქართველო ევროპულ კალაპოტს დაუბრუნდეს

ანტიდასავლური რიტორიკა ივანიშვილის მმართველობის პირობებში არ შეიცვლება, რადგან ის, თავის არსით, ანტიდასავლელი ლიდერია – აუცილებელია ხელისუფლების ცვლილება, რომ საქართველო დაუბრუნდეს ევროპულ კალაპოტს და ევროპული მმართველობის სტილს, – ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ს განცხადებას, რომ ახალ პრემიერ-მინისტრს „ყველაზე ანტიდასავლური პროპაგანდისტული“ რიტორიკა ჰქონდა, მაგრამ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებიდან მთავრობის რიტორიკა უეცრად შეიცვალა.
ბოკუჩავამ აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია ზურაბიშვილის პოლიტიკური გულწრფელობა და დასავლეთისთვის ღიად საუბარი იმაზე, რომ ივანიშვილის პარტიამ უღალატა ქართველი ხალხის ევროპულ არჩევანს. “არანაკლებ კრიტიკას ვისმენთ პარლამენტის თავმჯდომარის ს მხრიდან, რომელიც გასაგებია, რომ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს ივანიშვილის ერთპიროვნული მმართველობის მოდელში არ იღებს, თუმცა, კონსტიტუციურად მეორე ყველაზე მნიშვნელოვან თანამდებობაზეა ქვეყნის მმართველობის სტრუქტურაში. ანტიდასავლური რიტორიკა ივანიშვილის მმართველობის პირობებში არ შეიცვლება, რადგან ის თავის არსით ანტიდასავლელი ლიდერია. ამისთვის აუცილებელია ხელისუფლების ცვლილება, რათა საქართველოს მმართველობა დაუბრუნდეს ევროპულ კალაპოტს და ევროპული მმართველობის სტილს. ღრმად ვარ დარწმუნებულო, რომ ეს ასეც იქნება ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, როცა ჩვენ მოვიღებთ კოალიციურ პროდასავლურ ხელისუფლებას. მნიშვნელოვანია ზურაბიშვილის პოლიტიკური გულწრფელობა და დასავლეთისთვის ღიად საუბარი იმაზე, რომ ივანიშვილის პარტიამ უღალატა ქართველი ხალხის ევროპულ არჩევანს. თუმცა, აქვე ვისურვებდი მთავარი გადაწყვეტილება, რომელიც მას პირადად ეკუთვნის ს შეწყალების თაობაზე, იქნება ევროპული და შეისმენს უამრავ მოწოდებას, რომელსაც ვიღებთ ევროპული სტრუქტურებისგან პრეზიდენტი სააკაშვილის გათავისუფლების თაობაზე”, – განაცხადა ბოკუჩავამ.

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო ვარდოსანიძე მამუკა გუგეშაშვილს – თქვენ ხართ იმ გუნდში, რომლის ლიდერიც იყო გენერალური პროკურორის მოადგილე იმ პროკურატურისა, რომელმაც “გააოგნა” ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო

საბა ბუაძე – კიდევ ერთხელ მადლობა ნაკრებს, მწვრთნელებს, ყველას, ვინც ეს ისტორიული დღე გახადა შესაძლებელი – მინდა მივულოცო კახა კალაძეს, მიუხედავად იმისა, როგორია ჩემი შეფასება მასზე, როგორც ქალაქის მერზე