თეთრი მარწყვის პოპულარობა დღითი დღე იზრდება

თეთრი მარწყვის პოპულარობა მისი გამორჩეული ფორმისა და არომატის გამო ჩინეთის ბაზარზე ყოველწლიურად იზრდება, თუმცა ამ სეზონზე მასზე ხელმისაწვდომობა შეზღუდულია, რადგან ცუდი ამინდების გამო წარმოება შემცირდა. როგორც კომპანია Yantai Xiangyiyuan Ecological Agriculture Development Co-ს წარმომადგენელმა იუ ჟენჟენმა აღნიშნა, იმის მიუხედავად, რომ თეთრ მარწყვზე მოთხოვნა იზრდება, წელს მოსავალი მოლოდინს ვერ აკმაყოფილებს.
„უამინდობის გამო წელს თეთრ მარწყვი ბაზარზე ჩვეულებრივზე გვიან შემოვიდა, ამას გარდა მარწყვის ბაზარზე შემოსვლისთანავე წარმოების ზონაში ტემპერატურის მკვეთრი კლებაა მოსალოდნელი, რაც მთლიან წარმოებას კიდევ 10%- შეამცირებს. აღსანიშნავია ისიც, რომ წელს მარწყვის მასა შარშანდელთან შედარებით უფრო დიდია, 1 ცალი დაახლოებით 50 გრამს, ზოგ შემთხვევაში 100 გრამსაც კი აღწევს, შარშან მისი წონა საშუალოდ 20-30 გრამი იყო.“ – აცხადებს იუ ჟენჟენი.
ჟენჟენი ასევე აღნიშნავს, რომ მომხმარებელი ყურადღებას არა ვიზუალურ, არამედ გემოზე და არომატზე ამახვილებს, შესაბამისად ბევრ ჯიშზე ფასები შემცირებულია.
გამომდინარე იქიდან, რომ მომხმარებელს წითელ მარწყვზე მეტად თეთრი მარწყვი იზიდავს, მწარმოებელთა უფრო დიდი რაოდენობა ეწევა მის კულტივირებას. იუ ჟენჟენი აცხადებს, რომ თეთრი მარწყვი განვითარებადია და მისი პოპულარობა 3-5 წლის განმავლობაში კვლავ მზარდი იქნება, ბაზარზე კი ბრენდინგი და სწორი პოზიციონირება ჯიშურ განსხვავებებს გადაწონის.
Yantai Xiangyiyuan Ecological Agriculture Development Co., Ltd. ყიდის თეთრ, ვარდისფერ და შავ მარწყვს “Yuzhenzhen” და “Nara’s Strawberry” ბრენდების ქვეშ, ძირითადად, ხილის და ბუტიკური ტიპის მაღაზიებში.
ისეთი საექსპორტო პარტნიორები, როგორიცაა Onedayone Group ჩინეთიდან თეთრი მარწყვის ექსპორტს მზარდ შესაძლებლობად აღიქვამენ , თუმცა მომხმარებლის აღქმის დაძლევა ჩინური სოფლის მეურნეობის პროდუქტების მიმართ, როგორიც არის ფასი და დაბალი ხარისხი კვლავ გამოწვევად რჩება.