თბილისი ამბობს, რომ ქართველი ტყვეების უფლებების დასაცავად ყველა მექანიზმს გამოიყენებს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ღია წყაროებზე დაყრდნობით ინფორმირებულია ში მებრძოლი საქართველოს ორი მოქალაქის გ.გ. და გ.შ. ს ფედერაციის შეიარაღებული ძალების მიერ სამხედრო მოქმედებებისას ტყვედ აყვანის შესახებ.
„ქართული მხარე გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა საერთაშორისო მექანიზმს, მათ შორის წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაციას და შვეიცარიის კონფედერაციას, როგორც საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის მედიატორს, საქართველოს მოქალაქეების კონსტიტუციით გარანტირებული უფლებების დასაცავად“, — აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გუშინ, 14 ნოემბერს გაავრცელა უკრაინის მხარეს მებრძოლი, ტყვედ ჩავარდნილი ორი ქართველის ვიდეო.
ერთ-ერთ ვიდეოში თვალნათლივ ჩანს, რომ ტყვედ ჩავარდნილი დაწერილ ტექსტს კითხულობს და იმეორებს რუსული პროპაგანდისტულ გზავნილებს დასავლეთის მიერ დაქირავებულ მებრძოლებზე.

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო ვარდოსანიძე მამუკა გუგეშაშვილს – თქვენ ხართ იმ გუნდში, რომლის ლიდერიც იყო გენერალური პროკურორის მოადგილე იმ პროკურატურისა, რომელმაც “გააოგნა” ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო

საბა ბუაძე – კიდევ ერთხელ მადლობა ნაკრებს, მწვრთნელებს, ყველას, ვინც ეს ისტორიული დღე გახადა შესაძლებელი – მინდა მივულოცო კახა კალაძეს, მიუხედავად იმისა, როგორია ჩემი შეფასება მასზე, როგორც ქალაქის მერზე

ფინანსთა სამინისტრო – საქართველოში საგადასახადო მიზნებისათვის ინფორმაციის გაცვლისა და გამჭვირვალობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობა და პრაქტიკა ფართოდ შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტს