თბილისის საქალაქო სასამართლო ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 15 პირის აღკვეთის ღონისძიებაზე მსჯელობს

თბილისის საქალაქო სასამართლო ამ წუთებში ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი პირების აღკვეთის ღონისძიებაზე მსჯელობს. სულ დაკავებულია 19 პირი, დღეს 15 მათგანის სასამართლოა.
გამოძიების ინფორმაციით, სისხლის სამართლის ორ საქმეზე ჩატარებული კომპლექსური გამოძიებით დადგინდა, რომ “ქურდული სამყაროს” წევრები, “ქურდული სამყაროს” საქმიანობის მხარდაჭერაში ბრალდებულ პირებთან ერთად, საზღვარგარეთ მყოფი ე.წ. კანონიერი ქურდების დავალებით, საქართველოში “ქურდულ გარჩევებს” სისტემატურად აწყობდნენ და მხარეებს შორის არსებულ ფინანსურ დავებს იხილავდნენ.
რვა ბრალდებულმა კი, დავის მათ სასარგებლოდ გადასაწყვეტად, “ქურდულ სამყაროს” მიმართა.
რაც შეეხება ბრალდებულების პოზიციას, ჯერჯერობით ცნობილია მხოლოდ ის, რომ დაკავებულებიდან ნაწილი დუმილის უფლებით სარგებლობს, ნაწილი კი არ ეთანხმება წარდგენილ ბრალდებას.
სასამართლო პროცესის დაწყებამდე უფლებადამცველებს კომენტარი არ გაუკეთებიათ.
სასამართლო სხდომაზე ამ წუთებში მხარეები სიტყვით გამოდიან. ცოტა ხანში ცნობილი გახდება, თუ რა სახის აღკვეთის ღონისძიებას გამოიყენებს ბრალდებულების მიმართ მოსამართლე. პროკურატურა ყველა მათგანის მიმართ, აღკვეთის ღონისძიების სახით, 2-თვიანი პატიმრობის გამოყენებას ითხოვს.
ცნობისთვის, შს სამინისტრომ, ორი დღის წინ, მასშტაბური სპეცოპერაცია ქვეყნის მასშტაბით რამდენიმე ქალაქში ჩაატარა. დაკავებულია 19 პირი.
“კურიერის” ინფორმაციით, დაკავებულთაგან ერთ-ერთი ქალია. მან ერთ-ერთი დავის მოსაგვარებლად ე.წ. ქურდული სამყაროს წევრს მიმართა და 61 წლის ქალი სწორედ ამ ბრალდებით არის დაკავებული.

ასევე დაგაინტერესებთ

საქართველო გეოგრაფიული მდებარეობის გამო გლობალურ პროექტებში ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანაა, შესაბამისად, ვინც მართავს საქართველოს, მას ექნება ეკონომიკური ნაკადების მართვის სადავეებიც