თაღლითობა გაყალბებული საბუთებით | სქემა, რომლის მიხედვითაც უცხოელებს საქართველოში შეძენილი ქონება უკანონოდ გაუყიდეს

მასშტაბური თაღლითობა, რომელსაც მაღალი ალბათობით ხელისუფლებიდან მფარველობენ. სქემა, რომელსაც ჩვენი ჟურნალისტები იძიებენ, იმდენად თავხედურია და იმდენად აშკარაა, რომ მთელ რიგ დარღვევებზე სახელმწიფომ განგებ დახუჭა თვალი, ერთი შეხედვითაც კი გასაგები ხდება, რომ იუსტიციის სახლისა და გაყალბებული დოკუმენტების დახმარებით ადამიანები უბრალოდ გაძარცვეს.
რეესტრᲨი გატარებული და კანონიერად Შეძენილი ქონება, რომლის ჯამური ღირებულება 10 მლნ დოლარს აჭარბებს, დღეს ამ ადამიანების აღარ არის. სამიზნედ განგებ შეარჩიეს დროც და მსხვერპლიც. ლოქდაუნის დროს, უცხოეთის იმ მოქალაქეებს, რომლებიც კოვიდის გამო იძულებულები გახდნენ სამშობლოში დაბრუნებულიყვნენ, საქართველოში შეძენილი ქონება უკანონოდ გაუყიდეს.
გარიგებები სახელმწიფომ გაყალბებული მინდობილობებითა და ვადაგასული პასპორტებით დაარეგისტრირა. პირადი მონაცემები კი სავარადუდო იუსტიციის სახლიდან ჟონავდა, რის საფუძველზეც უკვე გაყალბებული საბუთები დგებოდა და ამ გაყალბებულ დოკუმენტებსაც სახელმწიფო ცნობად იღებდა.
ყველაზე საინტერესო კი ისაა, რომ ამ სქემის დასაწყისშივე დაზარალებულებმა იუსტიციის მინისტრსა და პრემიერ ღარიბაშვილს აცნობეს კიდეც, მაგრამ კრიმინალების შეჩერება არავინ იჩქარა. სქემა დღემდე მეტწილად გამოუძიებელია, პასუხისგებაში მიცემული პირები ან მიმალვაში არიან, ან არაფერს ამბობენ რეალური დამკვეთების შესახებ. სახლებში კი, რომლის შესაძენად დაზარალებულებმა 100-ობით ათასი დოლარი გადაიხადეს, დღეს სულ სხვა ადამიანები ცხოვრობენ.