თალიბანის თქმით, ავღანეთში ქალებს საჯარო ჩაქოლვით დასჯიან

თალიბანის უმაღლესი ლიდერის, მულა ჰიბატულა ახუნძადას თქმით, ავღანეთში ქალებს გარკვეული დანაშაულებისთვის საჯარო ჩაქოლვით დასჯიან. მან დასავლური დემოკრატიის წინააღმდეგ ბრძოლა გამოაცხადა და დაიფიცა, რომ ქალების ჩაქოლვით დასჯას მალე დაიწყებენ. ახუნძადას სიტყვებით, საერთაშორისო საზოგადოების ადვოკატირება ქალების უფლებებისთვის შარიათის იმ ინტერპრეტაციას ეწინააღმდეგება, რის დანერგვასაც თალიბანი აპირებს.
ახუნძადას თქმით, დასავლური სახელმწიფოები ამბობენ, რომ ქალების ჩაქოლვა მათი უფლებების დარღვევაა, თუმცა ისინი ღალატისთვის ჩაქოლვას მალე დანერგავენ.
“ეს თქვენი [დასავლეთის] დემოკრატიის საწინააღმდეგოა, თუმცა ჩვენ ამის გაკეთებას გავაგრძელებთ. ჩვენ, ორივე, ვამბობთ, რომ ადამიანის უფლებებს ვიცავთ – ჩვენ ამას ვაკეთებთ, როგორც ღმერთის წარმომადგენლები და თქვენ ამას შვებით, როგორც ეშმაკები” – მიმართა მულა ჰიბატულა ახუნძადამ დასავლეთს აუდიო ინტერვიუში ავღანეთის სახელმწიფო ტელევიზიასთან.
თალიბანის ლიდერი მულა ჰიბატულა ახუნძადა ტელევიზიებში მხოლოდ ხმოვანი ინტერვიუებით ჩნდება და მისი ვიზუალური გამოსახულება, ძველი პოტრეტების მიღმა, ამჟამად უცნობია.