თავდაცვა ადასტურებს, რომ წულუკიძის ქუჩაზე ნაპოვნი ცხედარი სამხედროს ეკუთვნის

თავდაცვის სამინისტრო ადასტურებს, რომ თბილისში, 27 დეკემბერზე წულუკიძის წუჩაზე ნაპოვნი ცხედარი სამხედროა. მათი თქმით, უწყება მწუხარებას გამოთქვამს ლაშა გუჯეჯიანის დაღუპვის გამო.
“თავდაცვის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს 27 დეკემბერს ტრაგიკული ინციდენტის შედეგად გარდაცვლილი სამხედრო მოსამსახურის, ლაშა გუჯეჯიანის დაღუპვის გამო”. – წერია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების ცნობით, პოლიციამ ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე წუთში შემთხვევის ადგილზევე დააკავა. -მ გამოძიება განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო.

ასევე დაგაინტერესებთ