ზღვარგადასული ლიბერალიზმი იარაღია ყველა იმ ფასეულობის წინააღმდეგ, რაც ცივილიზებურმა საზოგადოებამ აღიარა, მიიღო და შეითვისა

ზღვარგადასული ლიბერალიზმი საზოგადოებაზე, განსაკუთრებით ახალ თაობაზე თავისუფლების სახელით მომართული იარაღია, რომელიც უპირისპირდება აქამდე არსებულ ყველა ფასეულს, უპირისპირდება ბავშვებს, მათ ჯერ კიდევ შეურყვნელ ფსიქიკას მათი უფლებები ამ სიბინძურეს შეწირული მსხვერპლია, – ასე ეხმიანება „ხალხის ძალის“ წევრი , სამხრეთ ესპანეთში ჩატარებულ „პრაიდში“ ბავშვების მონაწილეობას და დიდ ბრიტანეთში ტრანსგენდერების მიერ გამომუშავებული რძის სასარგებლოდ გამოცხადებას.
მეგრელიშვილის თქმით, ორივე ზემოთ თქმული ფაქტი უზნეობაა და ადამიანის, ამ შემთხვევაში ბავშვების უფლებებს ანულირებას უკეთებს.
„სამხრეთ ესპანეთში მდებარე ქალაქში, ტორევიეხაში, ყოველწლიურ კარნავალზე მონაწილეობა სექსუალური თეთრეულითა და „პრაიდის“ დროშებით გამოწყობილმა 9-10 წლის ბავშვებმა მიიღეს.
დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის ეროვნული სამსახურის ცნობით, ტრანსგენდერების რძე ისეთივე სასარგებლოა, როგორც დედის რძე – ამ გადაწყვეტილებას სახელმწიფო მხარს უჭერს.
დაბადებით მამაკაცმა, ბავშვის ძუძუთი გამოკვება, რომ შეძლოს მას რძის წარმომქმნელი ჯირკვლების განვითარებისათვის ჰორმონ პროგესტინს მიაღებინებენ.
ამტკიცებენ რომ პრეპარატით გამოწვეული “ძუძუთი კვების“ დროს გამოყოფილი სითხე, “შედარებადია” დედის რძესთან და შესაძლოა მას გაუთანაბრდეს.
ჩემთვის ეს ორივე ინფორმაცია დასაშვებად ძალიან რთულია.
ვთვლი რომ ეს არის უზნეობა რომელიც ადამიანის, ამ შემთხვევაში ბავშვების უფლებებს ანულირებას უკეთებს.
მიმაჩნია, რომ ეს ზღვარგადასული ლიბერალიზმი იარაღია ყველა იმ ფასეულობის წინააღმდეგ, რაც ცივილიზებურმა საზოგადოებამ აღიარა, მიიღო და შეითვისა.
ზღვარგადასული ლიბერალიზმი საზოგადოებაზე, განსაკუთრებით ახალ თაობაზე თავისუფლების სახელით მომართული იარაღია, რომელიც უპირისპირდება აქამდე არსებულ ყველა ფასეულს, უპირისპირდება ბავშვებს, მათ ჯერ კიდევ შეურყვნელ ფსიქიკას მათი უფლებები ამ სიბინძურეს შეწირული მსხვერპლია.
მე როგორც სამართალმცოდნე ვალდებული ვარ ვიცავდე ყველას უფლებას, მაგრამ როცა საქმე მომავალ თაობას ეხება მათი უფლებები სხვათა უფლებებთან ჩემთვის პირველადია!
მე წინააღმდეგი ვარ ამ სიბინძურის პროპაგანდის, ჩემთვის მიუღებელი და ამორალურია ეს უფლებრივი სიბნელე და ვთვლი რომ ეს ზღვარგადასული ლიბერალიზმი ჩვენზე დამიზნებით მომართული იარაღია“, – წერს თამთა მეგრელიშვილი Facebook-ზე.
Next: გლობალურმა ომის პარტიამ ახალი საჭადრაკო დაფა შემოიტანა –

ასევე დაგაინტერესებთ

ევროპის ჩემპიონატის ქვეჯგუფიდან გასვლისთვის ფონდი „ქართუ“ საფეხბურთო ნაკრებს ჯილდოს სახით 30 მილიონ ლარს გადასცემს- ქვეჯგუფიდან გასვლის შემდეგ, ყოველი შემდეგი მატჩის მოგებისთვის ფონდი “ქართუ” ეროვნულ ნაკრებს დამატებით 30 მილიონი ლარით დააჯილდოებს

როდესაც გაგვაკრიტიკებენ, ვინმემ გაგვცეს პასუხი იმაზე, რატომ არ შეიძლება საქართველოსთვის ის, რაც შეიძლება უფრო მკაცრი ფორმით საფრანგეთისთვის, ევროკავშირისთვის? ამაზე პასუხი არ არსებობს