ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ 22 წევრიდან 14-მა წევრმა დატოვა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ 22 წევრიდან 14-მა წევრმა დატოვა.
როგორც საკრებულოს ჯერ კიდევ მოქმედმა თავმჯდომარე, მაია კალანდიამ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, მიზეზი პარტიის თავმჯდომარის, ს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები და მის მიერ გაჟღერებული განცხადებებია.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ 22 წევრიდან 14-მა წევრმა პარტია დავტოვეთ. მიზეზი არის პარტიის მენეჯმენტის არასწორი, არადემოკრატიული ნაბიჯები, რომელიც იმ პრინციპებს ეწინააღმდეგება, რის გამოც პარტიაში შევიკრიბეთ. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ წერტილი დავუსვათ ერთმანეთისთვის ტალახის სროლას, ლანძღვა-გინებას, ჩვენ ჩვენი გზით სხვა პლატფორმით წავალთ და მათ გააგრძელონ საქმიანობა ისე, როგორც მათ სწორად მიაჩნიათ. იყო სხვადასხვა შეთავაზებები იმისთვის, რომ პარტიაში ერთიანობა შენარჩუნებულიყო. პირდაპირ ლევან ხაბეიშვილთან კომუნიკაცია არ მქონია, მაგრამ ადამიანებს, ვინც მიიჩნევენ, რომ პარტია არასწორად იმართება, მოქმედ მენეჯმენტთან კომუნიკაცია ჰქონდათ. არაფერი გამოვიდა, ამიტომ ჩავთვალეთ, რომ ამას წერტილი უნდა დაესვას. ჩვენი არცერთი მოთხოვნა, რომელიც გაჟღერდა და წერილობითაც გავრცელდა, არცერთი არ გაითვალისწინეს. არასწორად არჩეული პოლიტსაბჭო ისევ არასწორად გააფართოვეს და დაიწყეს პარტიის მართვა ისე, როგორც სწორად არ მიგვაჩნდა. სამწუხაროდ, ამიტომ დასრულდა დღეს „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ჩვენი ურთიერთობა. ლევან ხაბეიშვილის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები, მის მიერ გაჟღერებული თითოეული განცხადებები, ს პარტიიდან გარიცხვა, ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია“, – განაცხადა მაია კალანდიამ „ინტერპრესნიუსთან“.
რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, მისი თქმით, ამის შესახებ საზოგადოებას უახლოეს დღეებში ეცნობება.
„არავის თანამდებობას არ ვატოვებინებთ.ჩვენ ადგილობრივი თვითმმართველობის ფორმატში ჩვენს გუნდთან, რომელიც პარტიაში რჩება, თანამშრომლობას ვაგრძელებთ, ხოლო პოლიტიკურად სხვა პარტიის პლატფორმიდან გავაგრძელებთ მუშაობას, რომელზეც ინფორმაცია უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი“,- განაცხადა მაია კალანდიამ.

ასევე დაგაინტერესებთ